კლოპი: "სალაჰის მომავალზე ჟურნალისტები უფრო ნერვიულობენ, ვიდრე გულშემატკივრები"
ახალი ამბები / ფეხბურთი
14-01-2022, 01:23
"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი გუნდის თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ინტერვიუს გამოეხმაურა.
მოგეხსენებათ, ეგვიპტელმა სუპერვარსკვლავმა თქვა, რომ მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა და გიჟური მოთხოვნებიც არ აქვს.
"ჩვენს დროში ასეთი ინტერვიუს ჩაწერა სახიფათოა. ვიცით, რისი თქმაც სურს მოს. მისი დარჩენა გვინდა. ასეთი სიტუაციაა. თუ საქმე დროს მოითხოვს, ამის შეცვლა მე არ შემიძლია".
"მოლაპარაკებებში ბევრი სხვადასხვა ასპექტია. მათ შორის მესამე პირთან, აგენტთანაც. სანერვიულო არაფერია, ეს ნორმალური პროცესია".
"პოზიტიურად ვარ განწყობილი. გულშემატკივრები არ ნერვიულობენ ისე ძალიან, როგორც ჟურნალისტები. ისინი იცნობენ კლუბსა და აქ მომუშავე ადამიანებს. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ", - ციტირებს კლოპის სიტყვებს BBC-ი.
კომენტარები