რას ჰყვებიან ნათესავები ქალის შესახებ, რომელმაც საკუთარი შვილი უნიტაზში ჩააგდო
პოლიტიკა
17-02-2022, 18:37
ნათესავების თქმით, რძლის ორსულობის შესახებ, რომელმაც საკუთარი შვილი უნიტაზში ჩააგდო, არაფერი იცოდნენ.
"ისიც კი არ ვიცოდით რომ ორსულად იყო, არც მეუღლემ არ იცოდა. თუ ბავშვის გაყიდვას აპირებდა, მაშინ რატომ მოკლავდა,"- განაცხადა დაკავებული ქალის ახლობელმა.
ფოთის სამშობიარო სახლის ექიმის თქმით, ქალმა მართლაც იმშობიარა 5-6 დღის წინ.
"ორსულობის პერიოდში არსად იყო აღრიცხვაზე. გავსინჯეთ ის და არანაირი პათოლოგია არ აღმოჩენილა. ამის შემდეგ გაკეთდა ეხოსკოპიური გამოკვლევა და ის შეესაბამებოდა ლოგინობის პერიოდის მე-4, მე-5 დღეს,"- აცხადებს ექიმი.
კომენტარები