სააკაშვილი აღვირახსნილი კაცია! ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა ქალებს..." - რას წერს ქართველი ქალი

სააკაშვილი აღვირახსნილი კაცია! ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა ქალებს..." - რას წერს ქართველი ქალი

---
3-01-2022, 18:50



თეკლა ზუროშვილი სოციალურ ქსელში წერს: 

"ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა ფეისბუქში ჩემს მეგობარ ქალებს. წარმოიდგინეთ ქმარს ერთგულად ემსახურებით წლებია, პატიოსნად ჩუმად, უპრეტენზიოდ თავაუწევლად? ითმენთ მის სიგიჟეს გაუწონასწორებელ ფსიქიკურ თუ ფიზიკურ აშლილობას. 

ორი შვილი გაუჩინეთ და გაუზარდეთ. ერთ მშვენიერ დღეს კი იგებთ მეუღლის ფეისბუქ შეტყობინებით და სურათებით და ვიდეოებით, რომ თქვენს მეუღლეს სხვა ქალთან ოჯახი აქვს. ხოლო მეორე მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენთ, რომ თქვენს მეუღლეს ახლა სულ სხვა ქალთანაც შვილიც ჰყოლია. 🙂 

მაინტერესებს წესიერი პატიოსანი ქალის რეაქცია როგორ აღფრთოვანდება ასეთი მეუღლით??? ოჯახური ღალატი არ თეთრდება მეგობრებო, ღალატი ღალატია! ეს არის ნორმა, დაუწერელი კანონი!ერთგულება საყვარელი ადამიანისა და შენი შვილების დედის მიმართ ელემენტარულად ადამიანობის გამომხატველობაა, მეტი არაფერი. 

რაც შეეხება ,,სხვისი პირადი, შენი გასარჩევი არაას,, მაში როდესაც ხარ საჯარო მოხელე და გქვია ლიდერი, შენი საქციელი უნდა იყოს ზნეობის მიმცემი მაგალითი და სარკე შენი ამომრჩევლისთვის. ასე რომ ნებისმიერი ურთიერთობის და მითუმეტეს ოჯახის მოღალატე, საკუთარი შვილების მოღალატე ქართულ ენაზე მოღალატეა, ამას ჰქვია აღვირახსნილობა და მე მოღალატის გვერდით, საკუთარი გაჩენილი შვილიც რომ იყოს რასდროს დავდგები! მე მას როგორც ლიდერს აღარასდროს ვაღიარებ! მრცხვენია საკუთარი სინდისის წინაშე რომ ოდესღაც ამ აღვირახსნილ პიროვნებას მხარს ვუჭერდი. ძალიან შემეშალა და გულწრფელ ბოდიშს ვუხდი ჩემს შვილებს. სულ ეს არის და ეს მინდოდა მეთქვა!! ამ ბედობის დღეს მხოლოდ ერთგულება დაგვბედებოდეს! უფალმა გვაშოროს აღვირახსნილობით გამოწვეული ტრაგედიები და ღალატი ყველანაირ ურთიერთობებში საყვარელი ადამიანებისა!! გმადლობთ ყურადღებისათვის!".


კომენტარები
სააკაშვილი აღვირახსნილი კაცია! ერთი შეკითხვა მინდა დავუსვა ქალებს..." - რას წერს ქართველი ქალი
სააკაშვილი აღვირახსნილი კაცია! ერთი შეკითხვა...
4-01-2022, 18:51
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно