"19 წლისაა და თავის პოზიციაზე უკვე საუკეთესოა", - ხავიმ ბარსელონას ფეხბურთელი შეაქო
ახალი ამბები / ფეხბურთი
21-02-2022, 00:53
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, „ვალენსიასთან“ მატჩის (4:1) შემდეგ პედრი შეაქო.
ამ შეხვედრაში 19 წლის ნახევარმცველი მოედანზე შეცვლაზე შემოვიდა და გოლის გატანა პირველივე დარტყმით მოახერხა, თუმცა მოგვიანებით ეს გოლი პიერ-ემერიკ ობამეიანგს მიაწერეს.
„ჩვენი პირველი გოლი ფანტასტიკური გამოვიდა. პირველ ნახევარში თამაშს უფრო ვაკონტროლებდით, შესვენების შემდეგ კი თამაშში უფრო მეტი პაუზა იყო.
გარკვეულ სიტუაციებში უკიდურესი ზომების მიმართვა გვიწევდა, მაგრამ ჩვენ ვუმჯობესდებით. ეს გამარჯვება სიმშვიდეს გვაძლევს, მაგრამ მხოლოდ ხუთშაბათამდე.
პედრი - სუპერტალანტია. ის საუკეთესო ფეხბურთელია თავის პოზიციაზე, არადა ჯერ მხოლოდ 19 წლისაა.“ - აღნიშნა ხავიმ.
კომენტარები