ხავი: "ალვეშის გაძევებამდე ეს ზუსტად ის ბარსა იყო, რომლის ხილვაც გვინდა"
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-02-2022, 01:04
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა, „ატლეტიკოსთან“ მოპოვებული გამარჯვება (4:2) შეაფასა.
„ალვეშის გაძევებამდე ყველაფერი იდეალურად იყო. შემდეგ, ცოტა უკან დახევა მოგვიწია. თუმცა, პირველი 60 წუთი ზუსტად ის „ბარსა“ იყო, რომლის ხილვაც გვინდა.
სრული შემადგენლობით ძალიან კარგები ვიყავით, 3-4-3 და 3-5-2 სქემებით ვმუშაობდით. გაძევების შემდეგ არ დავიკარგეთ, კარგად დავიცავით თავი და დიდ პრობლემებსაც არ შევხვედრილვართ.
სიმეონეს ფეხბურთი ჩემგან განსხვავებულად ესმის, ამიტომაც ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს. თუმცა, ეს მისი კრიტიკა არ არის. ის ძალიან დიდი მწვრთნელია, რომელმაც ბევრი რამ მოიგო, მე კი ახალბედა ვარ. მას უდიდეს პატივს ვცემ.
ჩვენ თავმდაბლები უნდა დავრჩეთ. ეს ჩემპიონის წინააღმდეგ მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, ჩვენ მომთმენები ვიყავით და პირველი 60 წუთი ძალიან კარგად ჩავატარეთ. თუმცა, მიღწეულით დაკმაყოფილება საჭირო არ არის.
კომენტარები