ხავი: მზე ამოვიდა - "ბარსელონას" მაისური 20 კილოგრამით უფრო მძიმეა

ხავი: მზე ამოვიდა - "ბარსელონას" მაისური 20 კილოგრამით უფრო მძიმეა

ახალი ამბები / ფეხბურთი
25-01-2022, 00:56



ლა ლიგის 22-ე ტურში სტუმრად "ალავესის" დამარცხების (1:0) შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ხავიმ გააკეთა.

"ამ შეხვედრას ველოდით. სხვადასხვა სქემით ვმოქმედებდით - სამი მცველით, ოთხით. შემდეგ 3-4-3-ზე გადავერთეთ და ეს ძვირად დაგვიჯდა.

ადვილი სიტუაცია არ გვაქვს. უნდა ვიწვალოთ და ვიცოდით, ეს როგორ უნდა გაგვეკეთებინა. გაგვიჭირდა, მაგრამ ოქროს ფასის 3 ქულა მოვიპოვეთ. ის, რომ გოლი არ გავუშვით, ასევე მნიშვნელოვანია.

ახლა ფეხბურთელებს საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ. ვითარება ხანდახან ზიანის მომტანია. მაგალითად, ალბამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ისევე, როგორც ბუსკეტსმა და პიკემ, რომლებსაც აკრიტიკებდნენ.

"ბარსელონას" მაისური 20 კილოგრამით უფრო მძიმეა, ვიდრე ნებისმიერი სხვა გუნდისა. ფრენკი (დე იონგი) უკეთ გამოიყურებოდა. დღეს მზე ამოვიდა", - ციტირებს ხავის As-ი.


კომენტარები
ანჩელოტი: ხავის ვერ დავეთანხმები, თანაბარი თამაში იყო
ანჩელოტი: ხავის ვერ დავეთანხმები, თანაბარი თამაში...
14-01-2022, 01:13
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно