150 გოლი ლივერპულის მაისურით - სალაჰზე სწრაფად ამის გაკეთება მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მოახერხა
ახალი ამბები / ფეხბურთი
20-02-2022, 00:53
მოჰამედ სალაჰმა „ლივერპულის“ მაისურით 150-გოლიან ნიშნულს მიაღწია.
29 წლის შემტევისთვის საიუბილეო „ნორვიჩის“ კარში გატანილი გოლი აღმოჩნდა, რომელიც მან მეორე ტაიმში გაიტანა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა.
150 გოლის გასატანად ეგვიპტის ნაკრების და „ლივერპულის“ ლიდერს მერსისაიდული გუნდის მაისურით 233 მატჩის ჩატარება მოასწრო.
„ლივერპულის“ ისტორიაში სალაჰზე სწრაფად 150 გოლის გატანა მხოლოდ ერთმა ფეხბურთელმა მოახერხა - როჯერ ჰანტმა, რომელსაც ამისათვის 226 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
კომენტარები