2-თვიანი პაუზის შემდეგ - დავითაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ახალი ამბები / ფეხბურთი
17-02-2022, 00:56
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
ამის შესახებ ინფორმაციას ტულას არსენალის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიღებთ, სადაც 21 წლის ნახევარმცველი გუნდურ ვარჯიშებში მონაწილეობს.
ზურიკო დავითაშვილისთვის 2021 წლის დეკემბრის შემდეგ ეს პირველი გუნდური ვარჯიშია. ფეხბურთელმა ტრავმა რუსეთის პრემიერლიგის ტურის მატჩში მოსკოვის ცსკა-ს წინააღმდეგ მიიღო.
ზურიკო დავითაშვილი ტულის არსენალს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. მას შემდეგ გუნდის მაისურით 18-ჯერ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
კომენტარები