მელქაძე და დავითაშვილი ერთად შეუტევენ?
ახალი ამბები / ფეხბურთი
19-01-2022, 01:35
მოსკოვის "სპარტაკი" თავდამსხმელ გიორგი მელქაძესთან ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს, შეკრებაზეც არ წაიყვანა და მან გუნდის გამოცვლა გადაწყვიტა.
"Матч ТВ"-ის ცნობით, მელქაძეს "სოჭი" და "არსენალი" ეპატიჟება, მაგრამ თავად ტულურ გუნდში უნდა გადასვლა, რომლის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი იცავს.
მელქაძის სატრანსფერო ღირებულება 800 ათასი ევროა.
"არსენალი" შეკრებაზე ჩატარებულ პირველ ამხანაგურ მატჩში უნგრულ "კიშვარდას" დაუზავდა (2:2). დავითაშვილს მცირე ტრავმა აქვს და ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
კომენტარები