"მისი წასვლა გუნდს სარგებელს მოუტანს..." - კარაგერი "იუნაიტედის" ცუდ თამაშს რონალდოს აბრალებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
20-02-2022, 00:46
"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეცდომა დაუშვა, როდესაც ზაფხულში კრიშტიანო რონალდო გაიფორმა.
მერსისაიდელთა ექს-დამცველი ფიქრობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პორტუგალიელმა "წითელი ეშმაკების" მაისურით რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა, გუნდის წარუმატებლობა მისი ბრალია.
"გასულ ზაფხულს "იუნაიტედმა" რონალდოს გაფორმებით შეცდომა დაუშვა, მომავალ წელს მისი შენარჩუნება მათგან მორიგი არასწორად გადადგმული ნაბიჯი იქნება.
2020/21 წლების სეზონში, "წითელმა ეშმაკებმა" ყველა ტურნირზე 121 გოლი გაიტანეს, რაც ბოლო 14 წლის განმავლობაში მათთვის ყველაზე კარგი მაჩვენებელია, მიზეზი მარტივია, გასულ სეზონში გუნდი მეტად დაბალანსებული იყო, ვიდრე
წელს.
ყოველ ჯერზე გაისმის იმედგაცრუების შეძახილები, როდესაც საუბარი მისი კიდევ ერთხელ წასვლის შესახებ იწყება, არასრულფასოვანი რეაქცია კი მაშინ იწყება, როდესაც მათ გუნდს გოლი გააქვს, თუმცა ავტორი რონალდო არ არის, მაგალითისთვის, იანვარში, "ვესტ ჰემთან" გატანილი გოლი (რეშფორდმა ბოლო წუთზე გაიტანა).
მინდა აღვნიშნო, რომ კლუბზე დიდი ვერც ერთი ფეხბურთელი იქნება, ეს სერ ალექს ფერგიუსონმაც კარგად იცოდა, როდესაც 2006 წელს რუუდ ვან ნისტელროი იმ მიზეზით გაყიდა, რომ გოლის გატანას ეგოისტურად ცდილობდა და თანაგუნდელების პროგრესს ხელს უშლიდა.
თუ "იუნაიტედისა" და რონალდოს გაერთიანება 1 წლით მოხდება, მაშინ მისი წასვლა გუნდს სარგებელს მოუტანს", - განაცხადა კარაგერმა.
შეგახსენებთ, პრემიერლიგის 25 ტურის შემდეგ "წითელ ეშმაკებს" 43 ქულა აქვთ და მე-4 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას კი 20 თებერვალს, "ლიდს იუნაიტედის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
მომზადებულია Marca-ს მიხედვით
კომენტარები