"ასეთი მოთამაშეები მხოლოდ ვიდეო თამაშებში მყავს ნანახი", - ვინისიუსმა თანაგუნდელი შეაქო
ახალი ამბები / საქართველო
15-02-2022, 01:14
მადრიდის „რეალის“ შემტევმა, ვინისიუს ჯუნიორმა „რეალში“ თამაშზე და კარიმ ბენზემაზე ისაუბრა.
„ჩემს სტილს ჩემი ხასიათი კარნახობს. შეცდომების დაშვების არ მეშინია და თუ რაიმე არ გამომდის, მცდელობას ვაგრძელებ. მე დიდი სიამოვნებით ვთამაშობ.
ვფიქრობ, დიდ პროგრესს მივაღწიე, თუმცა ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და უდიდესი ფეხბურთელებისგან ვსწავლობ, რომლებიც აქ თამაშობენ.
ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან აქ ყველა მაქსიმალურად ცდილობს დამეხმაროს, რათა მოვუმატო და გუნდს უფრო და უფრო მეტი სარგებელი მოვუტანო.
ბენზემა შესანიშნავი ადამიანი და უდიდესი ფეხბურთელია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ დამეხმაროს როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ასეთ თანაგუნდელთან თამაში - ოცნებაა. მისნაირი მოთამაშეები მხოლოდ ვიდეოთამაშებში მყავს ნანახი, მისი კლასი მაოცებს. ვფიქრობ, მსგავსი დონის ფორვარდთან აქამდე არასდროს მითამაშია. ის ყველასგან განსხვავდება და გუნდისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. როცა ის მოედანზე არ არის, გუნდს სულ რაღაც აკლია.
ის თავიდანვე მენდობოდა და მხარს მიჭერდა. მე მას სივრცეებს ვუთავისუფლებდი და ის ჩემთვის იგივეს აკეთებს. ჩვენ ვცდილობ ურთიერთგაგება იდეალამდე ავიყვანოთ, რათა გუნდისთვის გამარჯვებები მოვიტანოთ.
ის მეხმარება უფრო მეტი ასისტის გაკეთებაში, უფრო მეტი გოლის გატანასა და გუნდისთვის მეტი სარგებლის მოტანაშიც.“ - აღნიშნა ბრაზილიელმა.
კომენტარები