გვარდიოლა: "ძალიან რთულია თამაში, როცა მეტოქე თავს ასე ვიწროდ იცავს"
ახალი ამბები / ფეხბურთი
20-02-2022, 00:47
პეპ გვარდიოლამ „მანჩესტერ სიტისთან“ წაგება (2:3) შეაფასა.
„კარგი მატჩი იყო. სხვადასხვა მიმართულებებიდან ვუტევდით, განსაკუთრებით კი მარცხნიდან. რთული იყო, რადგან ეს გუნდი თავს ძალიან ვიწროდ იცავდა.
„ტოტენჰემს“ ჭკვიანი ფეხბურთელები ჰყავს. მათ ბურთი კეინამდე მიაქვთ და შეტევაში ზოგადად ძალიან კარგად მოქმედებენ.
პირველ ტაიმში მათ გაიტანეს გოლი და მეტი მომეტნი აღარ ჰქონიათ. მეორე ნახევრის სტარტზე მათ ერთი შეტევა გამოუვიდათ და ჰარი კეინმა გაიტანა. გოლის გატანას ვცდილობდით, მაგრამ დამატებით დროში გადამწყვეტი გოლი გავუშვით.
მეტოქეს დიდებული რეალიზაცია ჰქონდა. მათ კეინი, სონი და კულუშევსკი ჰყავთ და მათ ჩაწოდებებს ვერაფერი დავუპირისპირეთ.
არ გვჭირდებოდა წაგება იმისთვის, რათა გაგვეგო, თუ რა რთულია პრემიერ ლიგის მოგება. წინ კიდევ ბევრი მატჩია.“ - აღნიშნა პეპმა.
კომენტარები