ანჩელოტი: "კმაყოფილი ვარ, რადგან მოგება შეგვეძლო, ბურთი ორჯერ ხარიხას მოხვდა"
ახალი ამბები / ფეხბურთი
13-02-2022, 01:01
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ ფრედ დასრულებული მატჩი (0:0) შეაფასა.
„მეორე ტაიმით დაკმაყოფილებული ვარ, კარგად ვითამაშეთ, რასაც ვერ ვიტყვი პირველზე. შესვენების შემდეგ ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ასე უნდა გავაგრძელოთ. უფრო დაკმაყოფილებული ვარ, ვიდრე განაწყენებული.
პირველ ტაიმში აგრესია გვაკლდა. შეიძლება უკან დაიხიო, მაგრამ იქიდანაც აგრესიულად უნდა ითამაშო, რაც პირველ ტაიმში ნამდვილად არ გაგვიკეთებია. მეორეში კი მოვუმატეთ და ბურთს უფრო ხშირად ვართმევდით მეტოქეს.
ჩვენ ცოტა არ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ორჯერ ბურთი ხარიხას მოვარტყით. ასევე კარგი სეივები ჰქონდა მეტოქის მეკარესაც. ცოტა ზუსტები რომ ვყოფილიყავით, მოგება შეგვეძლო.
ბეილმა კარგად ითამაშა. მას რაღაცების გაკეთება დავავალეთ და თავი ყველაფერს კარგად გაართვა. მეორე ტაიმში მას საგოლე მომენტებიც ჰქონდა, მაგრამ არ გაუმართლა.
ლა ლიგა კვლავაც ყველასთვის ძალიან რთული ტურნირია. სანამ ოფიციალურად მოგებას არ გაინაღდებ, საქმე რთულად იქნება.“ - აღნიშნა ანჩელოტიმ.
კომენტარები