ვილიარეალმა და რეალმა გამარჯვებული სეზონის მეორე მატჩშიც ვერ გამოავლინეს
ახალი ამბები / ფეხბურთი
13-02-2022, 01:05
ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 24-ე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ვილიარეალთან“ ქულები დაკარგა.
შეხვედრა ესტადიო „დე ლა კერამიკაზე“ გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა.
პირველ ნახევარში მასპინძლები უკეთ გამოიყურებოდნენ და რამდენჯერმე გოლის გატანის შანსიც ჰქონდათ, რომელიც ვერ გამოიყენეს.
მეორე ტაიმში კი უკვე „რეალი“ ფლობდა უპირატესობას, რამდენჯერმე გოლის გატანა გარეტ ბეილს შეეძლო, ბოლო წუთებზე კი ლუკა იოვიჩს ჰქონდა დიდებული შანსი, თუმცა ერთი ერთზე გასულმა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და ხარიხას მოარტყა.
ამრიგად, „რეალმა“ ბოლო 5 მატჩში ფრე მეორედ ითამაშა და მეორეადგილოსან „სევილიასთან“ სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა.
საინტერესოა, რომ „ვილიარეალმა" და „რეალმა" ამ სეზონში ფრე 0:0 უკვე მეორედ ითამაშეს.
კომენტარები