მესის საოცარი სერია, რომელიც უკვე მე-18 წელია გრძელდება
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-02-2022, 20:35
ლიონელ მესიმ ლიგა ერთში თავისი ნავსი გატეხა და გოლი გაიტანა, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში მისთვის მეორე გახლდათ.
საინტერესოა ისიც, რომ არგენტინელმა "ლილთან" გუშინდელ მატჩში 2022 წელს თავისთვის პირველი ბურთი შეაგდო.
ამ გოლით ლეომ თავისი კარიერული სერია მორიგჯერ გაზარდა - მას უკვე ზედიზედ მე-18 წელია, რაც კალენდარულ წელიწადში 1 გოლი მაინც გააქვს.
ეს სერია 2005 წელს დაიწყო და მას მერე "ლა პულგამ" 759 გოლის გატანა მოახერხა. აქედან 672 "ბარსელონაზე" მოდის, 80 - არგენტინის ნაკრებზე, ხოლო 7 - "პარი სენ ჟერმენზე".
აქვე გეტყვით, რომ წუხანდელი დაპირისპირება პარიზული კლუბის ბენეფისად გადაიზარდა. გოლების გატანა მესიმ, დანილო პერეირამ (2), პრესნალ კიმპემბემ და კილიან მბაპემ შეძლეს, საბოლოო ანგარიში კი 1:5 გახლდათ.
მაურისიო პოჩეტინოს კოლექტივს ახლა 56 ქულა აქვს, ცხრილში პირველ პოზიციაზეა და მეორეადგილოსან "მარსელს" 13 ქულით უსწრებს.
მომდევნო მატჩი "პსჟ-ს" 11 თებერვალს, "რენის" წინააღმდეგ ელოდება.
კომენტარები