სლუცკი აღშფოთებულია, მაგრამ ხვიჩას ამართლებს

სლუცკი აღშფოთებულია, მაგრამ ხვიჩას ამართლებს

ახალი ამბები / ფეხბურთი
9-02-2022, 22:04



თურქულ შეკრებაზე ბათუმის "დინამოსთან" ფრედ, 2:2 დასრულებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი "რუბინის" მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ყაზანური კლუბის საიტთან გააკეთა:

"გასაგებია, რომ შედეგით უკმაყოფილო ვართ, მაგრამ ეს ყველაზე მთავარი არ არის. ისეთი თამაში იყო პირველ ტაიმში... მე საერთოდ არ მახსოვს ამდენი საგოლე მომენტი და ამდენი მომენტი, რომლებიც დასრულებისას შეიძლება კურიოზულთა კატეგორიაში შევიტანოთ, როდესაც სულ მთლად ცარიელ კარში ახლო მანძილიდან ვერ გავიტანეთ. ქარმა კორექტივები შეიტანა.

"ხიმკისთან" სხვა იყო, იქ კარგი მომენტები გვქონდა, ხან კარში ვერ დავარტყით ბურთი, ხან მეტოქე მეკარემ გადაარჩინა. დღეს

კი ახსნაც არ შემიძლია, ზუევმა ორი მეტრიდან როგორ ვერ მოახვედრა ბურთი ცარიელ კარში. ონუხამ თხუთმეტი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

კვარაცხელიამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი შეხვედრა ჩაატარა. აქამდე დეკემბერში ითამაშა. გამოდის, თითქმის ორი თვე სათამაშო ტონუსი არ ჰქონდა. ასე რომ, აქ მიზეზები უფრო ასახსნელია. ვიღაცების მიზეზები ნაკლებად ასახსნელია. ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ამის ახსნა საკმაოდ რთულია".


კომენტარები
"რატომ ვერ მოვიგეთ? კარში მამარდაშვილი იდგა" - "სოსიედადის" მეკარე
"რატომ ვერ მოვიგეთ? კარში მამარდაშვილი იდგა" -...
7-02-2022, 00:55
ხვიჩა საქმეს შეუდგა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა
ხვიჩა საქმეს შეუდგა - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა...
29-01-2022, 01:13
აზერბაიჯანელთა მწვრთნელი: თუ ქართველებმა ბოსნიაც დაამარცხეს, ჯგუფიდან გასვლა ძალიან გაგვიჭირდება
აზერბაიჯანელთა მწვრთნელი: თუ ქართველებმა ბოსნიაც...
23-01-2022, 00:50
როდის ითამაშებს კვარაცხელია - სლუცკიმ კომენტარი გააკეთა
როდის ითამაშებს კვარაცხელია - სლუცკიმ კომენტარი...
21-01-2022, 00:54
კვარაცხელიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად თანაგუნდელი დაასახელა
კვარაცხელიამ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად...
18-01-2022, 00:57
სლუცკიმ კვარაცხელიას მდგომარეობაზე გააკეთა კომენტარი
სლუცკიმ კვარაცხელიას მდგომარეობაზე გააკეთა...
16-01-2022, 00:56
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно