კეინი: "პენალტმა გული გაგვიტეხა, მაგრამ ტოტენჰემი ბოლომდე იბრძვის"
ახალი ამბები / ფეხბურთი
20-02-2022, 00:47
„ტოტენჰემის“ ფორვარდმა ჰარი კეინმა, რომელმაც „სიტის“ დუბლი შეუსრულა, განვლილი მატჩი შეაფასა (3:2).
„შეშლილი მატჩი იყო. ძალიან დიდხანს და თავდაუზოგავად ვმუშაობდით. 2:1-ს დიდი ხნის მანძილზე ვიგებდით, მაგრამ პენალტმა გული გაგვიტეხა. თუმცა, არ შეიძლება არ შევაქოთ ბიჭები იმ მომენტისთვის, რომელიც მათ მატჩის მიწურულს შექმნეს.
ჩემთვის მთავარი იყო სამმატჩიანი წაგებების სერია შეგვეწყვიტა და წარმატებისაკენ მიმავალ გზაზე დავბრუნებულიყავით. ასეთი შედეგის მიღწევა განსაკუთრებულია. ბიჭები ბოლომდე დაიხარჯნენ და რა თქმა უნდა, გოლის გატანა სასიამოვნო იყო.
ჩვენ თავადვე დავიწესეთ ძალიან მაღალი თამასა, ახლა ისეთ მდგომარეობაში ვართ, როცა ოთხეულისთვის ბრძოლა შეგვიძლია. ფეხბურთში სიტუაციის შემოტრიალება უნდა იცოდე. დღევანდელი თამაში ამტკიცებს, რომ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ. იმედია, ამ იმპულსს გამოვიყენებთ.
როგორც ჩანს, პირველ რიგში სტაბილურობა უნდა ვისწავლოთ. ოთხეულში მოსახვედრად სტაბილურად თამაშია საჭირო.“ - აღნიშნა თავდამსხმელმა
კომენტარები