ნადალი: განადგურებული ვარ - თვენახევრის წინ არ ვიცოდი, დავბრუნდებოდი თუ არა კორტზე
ახალი ამბები / ჩოგბურთი
31-01-2022, 01:09
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დანილ მედვედევის დამარცხების შემდეგ კომენტარი რაფაელ ნადალმა გააკეთა:
"პირველ რიგში, დანილს ვულოცავ. მესმის, ეს რთული მომენტია, მაგრამ შენ დიდი ჩემპიონი ხარ. მე ვიცი, რას ნიშნავს ამ ტიტულთან მიახლოება და წაგება (ნადალი Australian Open-ის ფინალში ოთხჯერ დამარცხდა). ამ მდგომარეობაში ვიყავი და დარწმუნებული ვარ, შენ კიდევ მოიგებ. ეს ჩემი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მატჩი იყო.
თვენახევრის წინ არ ვიცოდი, დავბრუნდებოდი თუ არა კორტზე. მადლობა მხრდაჭერისთვის. თქვენ გასაოცარნი ხართ. ბოლო წელიწადნახევარი ჩემთვის ძალიან მძიმე იყო და მხოლოდ თქვენ იცით
- რამდენად.
დღემდე ვფიქრობდი, რომ შეიძლება ეს ჩემთვის ავსტრალიის უკანასკნელი ღია პირველობა ყოფილიყო, მაგრამ ახლა იმდენი ენერგია მაქვს, რომ ერთი წლის შემდეგ დასაბრუნებლად ყველაფერს გავაკეთებ.
უბრალოდ განადგურებული და ამავე დროს უბედნიერესი ვარ. ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა. ფიზიკურად კი განადგურებული ვარ. ვერ ვიჯერებ, როგორ ვიბრძოლე ბოლომდე მას შემდეგ, რაც უკანასკნელ თვეებში გადავიტანე.
ბოლომდე ბრძოლაა საჭირო. ამის გაკეთება თითქმის შეუძლებელია, თუმცა ჩემს თავს ვერ ვაპატიებ, თუ არ ვიბრძოლებ".
კომენტარები