"უკეთესი იქნება, თუ არ ითამაშებს..." - ნადალმა ესპანურ რადიოში ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესზე ისაუბრა
ახალი ამბები / ჩოგბურთი
11-01-2022, 01:02
20-გზის დიდი სლემის გამარჯვებულმა რაფაელ ნადალმა ესპანურ რადიოში ნოვაკ ჯოკოვიჩის სასამართლო პროცესზე ისაუბრა.
"ზოგიერთ საკითხში ნოვაკთან შესაძლოა უთანხმოება მქონდეს, მაგრამ სასამართლომ თავისი სიტყვა თქვა - მას აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში. ჩემი აზრით, ეს სამართლიანი გადაწყვეტილებაა. მას ყოველივე კარგს ვუსურვებ. რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნება, თუ არ ითამაშებს (იცინის)".
შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს იწყება, სერბი ჩოგბურთელის თავს კი დიდი აურზაური ტრიალებს. როგორც რამდენიმე საათის წინ დაიწერა, ლეგენდარული სპორტსმენი ავსტრალიის სასაზღვრო სამსახურმა კიდევ ერთხელ
დააკავა.
კომენტარები