ჩაკვეტაძე მეტი დროით და არველაძე წაგებათა სერიის შესაჩერებლად
ახალი ამბები / ფეხბურთი
13-02-2022, 00:57
"ჰამბურგმა" ლიდერი "დარმშტადი" ისე დამაჯერებლად (სტუმრად 5:0) დაამარცხა, რთული სათქმელია, ამ კლუბს ბუნდესლიგაში აღზევება როგორ უნდა გაუჭირდეს?! ჩაკვეტაძის გუნდის მომავალ მეტოქე "ჰაიდენჰაიმსაც", მათ მსგავსად, 37 ქულა აქვს. ცხრილის საწყის ექვსეულში დაძაბული ვითარებაა, თუმცა თეორიულად შესაძლებელია, ამ შეხვედრაში გამარჯვებული გალიდერდეს კიდეც.
თუკი ჰამბურგელებს წინა შეხვედრაში სონი კიტელი აკლდათ, ახლა ის ბრუნდება და გიორგის ძირითადში მოხვედრა კიდევ უფრო რთული იქნება. ახლა მთავარი ისაა,
რომ ქართველი ნახევარმცველი წინა მატჩში გამოყოფილ 12 წუთში თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, გუნდთან ადაპტირება უკვე სრულად უნდა მოეხერხებინა და ახლა უფრო მეტი დროით ველით...
ვალტერის გუნდი ჩემპიონატში ყველაზე ცოტას უშვებს" - "ჰამბურგის" კარში სულ 20 გოლი გავიდა. ამ კომპონენტში მეორე საუკეთესო შედეგი "შალკეს" აქვს - 25 მიღებული ბურთი.
"ვოლპარკსტადიონზე" გასამართი შეხვედრა ჩვენი დროით 16:30 საათზე დაიწყება.
"ჰალს" კი სერიოზული გამოცდა ელის - ჩემპიონშიპის პირველადგილოსან "ფულემთან" დაპირისპირება. სტუმართა ლიდერი, სერბი ალეკსადრ მიტროვიჩი წარმოუდგენელ ფორმაშია - მიმდინარე სეზონში 30 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი პასიც აქვს. ცუდ კონდიციებში არც ჰალელი კეინ ლევის-პიტერსია.
შოთა არველაძის გუნდი გასავარდნ ზონას 12 ქულით აღემატება და თითქოს, ნაკლები სანერვიულო აქვს, მაგრამ ამბიციური ქართველი სპეციალისტის მიზნები უფრო მაღალია. ჩემპიონატის გამორჩეულ გუნდთან, რომელსაც 77 გოლი აქვს გატანილი, წარმატების მიღწევა შოთასთვის მშვენიერი ამბავი იქნება.
კომენტარები