გერმანელები ჩაკვეტაძეზე ისევ წერენ - თასზე იაშვილის ყოფილ კლუბთან
ახალი ამბები / ფეხბურთი
1-02-2022, 00:54
გერმანულ მედიაში "ჰამბურგის" ახალწვეულ გიორგი ჩაკვეტაძეზე საკმაოდ ბევრს წერენ.
TAG24:
"შესაძლოა, ჩაკვეტაძეს თავისი უნარების შეზღუდული დროით დამტკიცება მომავალ შეხვედრაში, ლიდერ "დარმშტადტ 98-თან" (6 თებერვალი) მოუწიოს.
მაისნერი თუ ვინცჰაიმერი - რომელი ფორვარდი შეიცვლება იანვარში? სონი კიტელი "ჰამბურგის" ნამდვილად ყველაზე შემოქმედებითი ნახევარმცველია, რომელიც ახლა დისკვალიფიცირებულია, დევიდ კინსომბს კი ძვლის დაჭიმულობა აწუხებს.
მთავარი მწვრთნელი ვალტერი ამბობს:
"გიორგის ნამდვილად შეუძლია დაგვეხმაროს იმით, თუ როგორ შემოქმედებით ფეხბურთს თამაშობს. ის ძალიან კრეატიული და საშიშია."
გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო წლებში ტრავმები აწუხებდა და "გენტში" იშვიათად ენდობოდნენ - ბოლო 2.5
წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრების წევრმა მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა ამ ლიგაში და 731 წუთი ითამაშა - სერიოზული ტრავმების გამო."
ამასობაში, გერმანიის თასის მეოთხედფინალში "ჰამბურგის" მეტოქე გაირკა და ის "კარლსრუე" იქნება. ამ კლუბში ალექსანდრე იაშვილი გამოდიოდა. შეხვედრა 1-ელ ან 2 მარტს შედგება და მას ჩაკვეტაძე და მისი თანაგუნდელები საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ.
კომენტარები