გერმანული მედია ჩაკვეტაძეს კონკურენტს ადარებს - "დარმშტადთან" თამაშის შანსი

გერმანული მედია ჩაკვეტაძეს კონკურენტს ადარებს - "დარმშტადთან" თამაშის შანსი

ახალი ამბები / ფეხბურთი
31-01-2022, 01:12



"მიტდიულანდთან" წაგებულ (1:5) შეხვედრაში ჩაკვეტაძის კიტელის ნაცვლად ჩართვა სიმბოლური ცვლილება იყო. "ჰამბურგს" პლეიმეიკერი უახლოეს ტურში, ლიდერ "დარმშტადის" წინააღმდეგ დააკლდება. 

გიორგის შესახებ არსებული მონაცემებიდან ჩანს, რომ ჩაკვეტაძე არა მხოლოდ კარგად ერგება "ჰამბურგს" და მისი თამაშის სტილს, არამედ შეტევაში მის ყველა შესაძლო თანაგუნდელსაც.

Sportall.Ge

ჩაკვეტაძის საუკეთესო პოზიცია ცენტრშია და ის ასევე, პროდუქტიულია მარცხნივაც. მისი ამჟამინდელი "GSN ინდექსი" არის 67.50. ეს ბუნდესლიგის საშუალო მაჩვენებელს შეესაბამება. თუმცა, ამ ეტაპზე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი მხოლოდ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარითაა აყვანილი. ასე რომ, სწრაფად უნდა იმოქმედოს.



ჩაკვეტაძის ძლიერი მხარეებია ინდივიდუალურ დუელებში გამარჯვება, პასი, თამაშის ხედვა, კრეატიულობა და სისწრაფე. თუმცა, თავდაცვით მუშაობაში აშკარა სისუსტეებს ავლენს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 32,95 კმ/სთ, რაც კარგია ცენტრში მოთამაშისთვის. გიორგი უფრო სწრაფია,  ვიდრე კიტელი (32,18). 

კიტელს გოლის გასატანად 3 შეხვედრა სჭირდება, ჩაკვეტაძის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 5 მატჩს უტოლდება. 29 წლის გერმანელი ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოში ბურთს უფრო ხშირად ეხება და პარტნიორებს საგოლე შანსებსაც მეტად უქმნის. ასევე, კიტელი მეტად ეძებს ფორვარდებს, ვიდრე ამას გიორგი აკეთებს.

Sportall.Ge

ქართველს სხვა დადებითი მხარეები აქვს - 22 წლის ფეხბურთელი უფრო აქტიურია -  90 წუთში 82 ქმედება აქვს (კიტელს 65) და მათგან 74,39 პროცენტი წარმატებულია (კიტელის 67,69). აღსანიშნავია: ჩაკვეტაძე 90 წუთში ათ დრიბლინგს აკეთებს, საშუალოდ კიტელი მხოლოდ 3.3-ს ბედავს და უმეტეს შემთხვევაში, ბურთს კარგავს.

ჩაკვეტაძის 40 პასი 90 წუთში ძალიან კარგი მაჩვენებელია, თანაც 85 პროცენტიანი სიზუსტით. აქაც ის ჯობია კიტელს: "ჰამბურგის" ამჟამინდელი ფლეიმეიკერი 90 წუთში 38 პასს აკეთებს, აქედან 29 ზუსტია (76,31 პროცენტი). ახალწვეული დუელებთან დაკავშირებითაც უკეთესია -  ჩაკვეტაძეს 90 წუთში 21 დუელი აქვს, მისი წარმატების მაჩვენებელი 47,61-ია. კიტელი კი 39,09 პროცენტს იგებს.

მომზადებულია ndr-ის მიხედვით


კომენტარები
BILD: გეორგიელი გიორგი ყველაფერს აკურატულად წყვეტდა - კარგი ტექნიკითა და რიგიანი ტემპით
BILD: გეორგიელი გიორგი ყველაფერს აკურატულად...
29-01-2022, 01:12
ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს
ჩაკვეტაძე კარიერას გერმანიაში განაგრძობს...
28-01-2022, 01:06
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно