კროლი: "ნაპოლი" სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს"

კროლი: "ნაპოლი" სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს"

ახალი ამბები / ფეხბურთი
12-02-2022, 00:56



იტალიური "ნაპოლის" ყოფილი მცველი, რუუდ კროლი მიიჩნევს, რომ თუ "პარტენოპეი" მომავალ უქმეებზე გასამართ მატჩში მილანის "ინტერს" მოუგებს, სერია ა-ში საჩემპიონი ინტრიგა დაბრუნდება.

"თუ "ნაპოლი" მოიგებს, სკუდეტოსთვის ბრძოლა განახლდება. "აძურის" ჩემპიონატში საუკეთესო დაცვა ჰყავს, მაგრამ ყველა უნდა დაფასდეს; ფორვარდებიც კი, რომლებიც თანაგუნდელებს ეხმარებიან.

ვიმედოვნებ, რომ "ნაპოლი" ბოლოს და ბოლოს მოახერხებს გაჩემპიონებას. მათი მჯერა. ჩემს აზრში დარწმუნებული ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ისინი სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობენ.

გუნდმა რთული პერიოდი გადალახა. ტრავმებისა და კოვიდის გამო მათ რამდენიმე პრობლემური თვე ჰქონდათ, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანი გამარჯვებების სერია აქვთ," - თქვა კროლმა.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "ინტერნაციონალეს" ჯახი შაბათს, 12 თებერვალს, 21 საათზე (ჩვენი დროით) დაიწყება.

ლუჩიანო სპალეტის შეგირდებს ახლა 52 ქულა აქვთ, სერია ა-ში მეორე პოზიციას იკავებენ და თუ ხვალ მოიგებენ, პირველადგილოსან "ნერაძურის" 2 ქულით გაასწრებენ.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ "ინტერს" კონკურენტებზე 1-ით ნაკლები მატჩი აქვს ჩატარებული.


კომენტარები
"ეს პრემიერ ლიგაა" - მოურამ "სოტონთან" მარცხზე ისაუბრა
"ეს პრემიერ ლიგაა" - მოურამ "სოტონთან" მარცხზე...
11-02-2022, 00:53
მესის საოცარი სერია, რომელიც უკვე მე-18 წელია გრძელდება
მესის საოცარი სერია, რომელიც უკვე მე-18 წელია...
7-02-2022, 20:35
ინსინიე ლეგენდარულ დიეგო მარადონას დაეწია - მასზე წინ მხოლოდ ორი ფეხბურთელია
ინსინიე ლეგენდარულ დიეგო მარადონას დაეწია - მასზე...
24-01-2022, 00:58
ანჩელოტი: "მნიშვნელოვანი თამაშია, როგორც ყველა ფინალი"
ანჩელოტი: "მნიშვნელოვანი თამაშია, როგორც ყველა...
16-01-2022, 00:59
1:3-დან 4:3-მდე - "იუვეს" 3 გოლი 7 წუთში, გაძევება, გამოუყენებელი პენალტი და გამარჯვება რომში
1:3-დან 4:3-მდე - "იუვეს" 3 გოლი 7 წუთში,...
10-01-2022, 01:15
ბოლონია ინტერთან მატჩზე არ გამოცხადდა - სერია ა-ს აუტსაიდერს ტექნიკური წაგება ჩაეთვლება
ბოლონია ინტერთან მატჩზე არ გამოცხადდა - სერია ა-ს...
6-01-2022, 17:17
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно