შემდეგ სიტყვების "შელამაზება" რომ არ დაგვჭირდეს... - "ჩაკვეს" და "მამარდას" დაბრუნება

შემდეგ სიტყვების "შელამაზება" რომ არ დაგვჭირდეს... - "ჩაკვეს" და "მამარდას" დაბრუნება

ახალი ამბები
8-02-2022, 00:51



შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, "მცირედითაც კმაყოფილნი ვართო", მაგრამ საქმე ასე ნამდვილად არაა... როცა ცუდი გამოცდილება გვაქვს იმაზე, რომ ზოგიერთი ქართველი ტალანტის კარიერა სათანადოდ ვერ განვითარდა, შემდეგ თითოეულ ნეგატიურ ინფორმაციას მწვავედ აღვიქვამთ. იქნებ ვინმემ ხელიც კი ჩაიქნიოს...

როცა გიორგი მამარდაშვილზე გავიგეთ, რომ ის "ვალენსიას" განაცხადს მიღმა დარჩა (ოფიციალური მიზეზი არ ვიცით), გულზე ხელი დავიდოთ, რამდენად ველოდით, რომ ის ასეთ მოკლე დროში სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდებოდა? თანაც დამაჯერებლად ითამაშებდა და მისი კლუბი, რომელიც საკმაოდ ბევრს უშვებს, მშრალ შეხვედრას გამართავდა...

ბორდალასი ქართველ მეკარეზე საკმაოდ ხშირად
საუბრობდა (ან ეკითხებოდნენ) და მის კარგად ვარჯიშზე ყურადღებას ამახვილებდა. "ევროპული ტაქტიც" გასაგებია, მაგრამ ჰაერზე ასეთ სიტყვებს მაინც არავინ ისვრის...

გიორგი თამამია, თუმცა რიგ ეპიზოდებში მაინც იკვეთება, რაც მას აკლია, ეს სწორედ გამოცდილება და სტაბილურად ნდობაა, შემდეგ კი უფრო მარტივი იქნება თითოეული წამის ზუსტად განსაზღვრა - როდის დარჩეს ხაზზე ან ითამაშოს გამოსვლაზე და მსგავსი ნიუანსები. მოგეხსენებათ, ამ თემაზე მის კარში ბენზემას გატანილი გოლის შემდეგ ბევრს მსჯელობდნენ, მათ შორის, "ღამურების" ლეგენდარული კიპერი სანტიაგო კანისარესიც...

ახლა სილესენი დაბრუნდება, ხაუმეც, ალბათ, ყურების ჩამოყრას არ აპირებს და "მამარდასაც" უფრო მეტის გაკეთება მოუწევს, რათა მის სასტარტოში თამაშს უფრო სტაბილური სახე ჰქონდეს. თუმცა ამაში მას მთავარი მწვრთნელიც უნდა "დაეხმაროს"...

გასული უქმეების კიდევ ერთი ფიგურა გიორგი ჩაკვეტაძეა - ფეხბურთელი, რომლის შესაძლებლობების შესაფასებლად მაინც იმ პერიოდს ვიყენებთ, როცა მან საქართველოს ნაკრებს "ერთა ლიგაზე" ულიდერა და მიუნხენის "ბაიერნის" დაინტერესებაზეც კი წერდნენ...

"ჰამბურგის" რიგებში მცირე დროის გამოყოფას ზეიმად არავინ აქცევს, აქ უფრო სხვა ნიუანსები გვენიშნა. რთული სათქმელია, რამდენად მოქმედებდა ამაში კლუბის მაისურის ხასხასა ფერი, მაგრამ გიორგი უფრო გაღიმებული ჩანდა, მოკლე დროში თანაგუნდელებთან შეთამაშება რომ მოუსწრია და მწვრთნელი მისგან რას ითხოვს, ესეც რომ ზუსტად იცის. "გენტის" რიგებში ასეთ ჩაკვეტაძეს ძალიან იშვიათად გაიხსენებთ - ის თითქოს ახლიდან იწყებს...

გიორგის გუნდი საკმაოდ მძლავრი ჩანს და უკანასკნელი გამარჯვებით ბუნდესლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა. "ჩაკვესგან" პირველი რიგში ტრავმიანობის თავიდან აცილება გვინდა, რათა სრულად რეალიზდეს. რა თქმა უნდა, უმჯობესია სხვის შეცდომებზე ისწავლო, თუმცა საკუთარიდანაც სწორი დასკვნების გამოტანაც დაგვიანებული არ უნდა იყოს. ქართველმა ნახევარმცველმა კარგად უნდა გაიაზროს, რა დააკლდა ბელგიაში ისეთი, რისი შეცვლაც მხოლოდ მას შეეძლო...

თითოეული ლეგიონერის წარმატება იმიტომაც გვიხარია, რომ ამით საქართველოს ნაკრები უკეთესი წარმოგვიდგენია. ორივე გიორგიმ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მათზე გაცემული თითოეული დადებითი სიტყვა კიდევ უფრო მეტად გაამართლონ და შემდეგ მისი "შელამაზება" არ დაგვჭირდეს...



კომენტარები
მოულოდნელად შეცვლილი სიტუაცია - როცა ინგლისისა და გერმანიის ამბები ქართველების გამო გაინტერესებს...
მოულოდნელად შეცვლილი სიტუაცია - როცა ინგლისისა და...
5-02-2022, 01:07
შეიძლება „ომიკრონის“ პირველი ვარიანტი გადაიტანოთ და შემდეგ მეორე ვარიანტი დაგემართოთ - იმნაძე „ომიკრონით“ რეინფიცირებაზე
შეიძლება „ომიკრონის“ პირველი ვარიანტი გადაიტანოთ...
1-02-2022, 19:04
გერმანელები ჩაკვეტაძეზე ისევ წერენ - თასზე იაშვილის ყოფილ კლუბთან
გერმანელები ჩაკვეტაძეზე ისევ წერენ - თასზე...
1-02-2022, 00:54
რეალმა და ჩელსიმ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე შესუსტებული შემადგენლობით ითამაშონ
რეალმა და ჩელსიმ შესაძლოა ჩემპიონთა ლიგაზე...
22-01-2022, 01:00
ასე მესის აჯობა - ესპანური მედია "ვალენსიას" მეკარეს იცავს
ასე მესის აჯობა - ესპანური მედია "ვალენსიას"...
8-01-2022, 01:11
რა გუნდი დარჩა “ლოკომოტივს” დაშლის შემდეგ?
რა გუნდი დარჩა “ლოკომოტივს” დაშლის შემდეგ?...
8-01-2022, 01:08
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно