ზიზუს რჩევა, რომელიც პერესმა არ გაითვალისწინა - "რეალს" შეცდომა ძვირად უჯდება
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-02-2022, 20:37
"ბაიერ ლევერკუზენის" ნახევარმცველი ფლორიან ვირცი მიმდინარე სეზონში საოცარ სტატისტიკაზე გადის.
გერმანელი ფეხბურთელის ანგარიშზე 24 მატჩში 8 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა, რითაც მან მრავალი გრანდის ყურადღება მიიპყრო.
ესპანურ გამოცემებში გავრცელებულ ცნობებს თუ დავუჯერებთ, ზინედინ ზიდანს ვირცის შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როდესაც მის შესახებ არავინ იცოდა.
იმ დროს, ახალგაზრდა მოთამაშე მხოლოდ 200 000 ევროდ იყო შეფასებული, თუმცა სამეფო კლუბმა ტრანსფერი არ განახორციელა.
ამჟამად, 18 წლის მოთამაშე 70 მილიონ ევროდ ფასობს და მას ევროპული ტოპ კლუბებიდან მსურველებიც არ აკლია.
ცნობისთვის, ის ესპანეთში "ახალ მოდრიჩად" შერაცხეს და როგორც ირკვევა, კარლო ანჩელოტიმ მასზე დასაკვირვებლად გერმანიაში სკაუტებიც კი გაგზავნა.
თავისუფლად შეგვიძლია, რომ ფლორიან ვირცის ტრანსფერზე ხელის აღება სამეფო კლუბის ხელმძღვანელობის სერიოზულ შეცდომად ჩავთვალოთ.
კომენტარები