ბომბი-ტრანსფერი აზაროვის ნაცვლად - "ტრაბზონსპორი" მარსელოს უმიზნებს
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-01-2022, 01:05
თურქეთის სუპერლიგის ლიდერი "ტრაბზონსპორი" მარცხენა მცველს ისევ ეძებს. yeniasir-ის თანახმად, მათ შეთავაზება ბომბ-ტრანსფერზე გააკეთეს - მადრიდის "რეალიდან" მარსელოს გადაბირება სურთ და ისინი ბრაზილიელს, რომელსაც "სამეფო კლუბთან" ხელშეკრულება უახლოეს ზაფხულში ეწურება, ყოველწლიურად 2,5 მილიონ ევროს სთავაზობენ.
33 წლის მარსელოს პასუხი ასეთი იყო: "ამ ეტაპზე წინადადებას არ განვიხილავ, სეზონის დასრულების შემდეგ ვისაუბროთ". თავისი ამპლუის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი "რეალში" 2007 წლიდან გამოდის.
თურქული წყარო კიდევ ერთხელ წერს, რომ თურქეთში ჩასული აზაროვის ვერშეძენის მთავარი მიზეზი ბათუმის "დინამოს" ხელმძღვანელობის განახლებული მოთხოვნა იყო, რის გამოც ალტერნატიულ კანდიდატებზე გადაერთნენ.
კომენტარები