აზაროვი "ტრაბზონსპორთან" კონტრაქტის გასაფორმებლად თურქეთში გაემგზავრა
ახალი ამბები / ფეხბურთი
4-01-2022, 00:55
"ფანატიკი" და სხვა თურქული გამოცემები იტყობინებიან, რომ ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების 19 წლის მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას სუპერლიგის ლიდერ "ტრაბზონსპორში" გააგრძელებს.
აზაროვი უკვე თურქეთშია, ტრაბზონულ კლუბთან ყველაფერი თითქმის შეთანხმებულია, მალე მედშემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გაუფორმებენ.
ირაკლის "ტრაბზონსპორი" 1 მილიონ ევროდ შეიძენს და ტრანსფერს განხორციელებულად უახლოეს ხანში გამოაცხადებს.
აზაროვს წარმატებული სეზონი ჰქონდა - ბათუმის "დინამოს" რიგებში საქართველოს ჩემპიონი გახდა და ეროვნულ გუნდში მისი დებიუტი შედგა.
კომენტარები