18 და 22 წლის ბიჭებმა კაცი ჯერ გაგუდეს და შემდეგ მდინარის პირას დამარხეს - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
პოლიტიკა
23-05-2023, 14:46
მკვლელობა ქვემო ქართლში - ტაქსის მძღოლი რამდენიმე პირის თავდასხმას ემსხვერპლა. 54 წლის მამაკაცი თბილისიდან მარნეულის მიმართულებით გადაადგილდებოდა, როცა მას რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს. მათ მძღოლისთვის მანქანის წართმევა სურდათ.
ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით უკვე დაკავებულია 2 პირი - 22 და 18 წლის ახალგაზრდები.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა კვალის დაფარვის მიზნით მოკლული მდინარის პირას დამარხეს. ავტომანქანა კი საკუთარ სახელოსნოში გადაიყვანეს და დაშლა დაიწყეს.
სამართალდამცველები მკვლელობაში მონაწილე კიდევ ერთ პირს ეძებენ.
კომენტარები