მამამ, ორი არასრულწლოვანი შვილი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა
პოლიტიკა
26-03-2022, 21:49
მამამ, ორი არასრულწლოვანი შვილი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა
ტრაგედია, გუშინ, ქალაქ ვარეზეში (იტალია) მოხდა. 44 წლის მამაკაცმა, საკუთარ სახლში 13 და 7 წლის შვილები მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.ტრაგედიის მიზეზი, მეუღლესთან განქორწინების პროცესში იყო, რომელიც მკვლელობის დღეს უნდა დასრულებულიყო. განქორწინების შემდეგ ბავშვები დედასთან რჩებოდნენ.
დილით, ყოფილი მეუღლის სახლში მისულმა დედამ შვილების, 13 წლის გოგონასა და 7 წლის ბიჭის ცხედარი იპოვა.
პირველადი გამოძიების შედეგად დგინდება, რომ მამა, ისინი ძილში, გულმკერდის არეში რამდენიმე დარტყმით მოკლა, შემდეგ კი იმავე იარაღით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
კომენტარები