„ისევ დედას კითხულობენ, რატომ არ მოდისო“ - ქმრის მიერ მოკლული ქალის შვილები პოლონეთიდან ჩამოიყვანეს

„ისევ დედას კითხულობენ, რატომ არ მოდისო“ - ქმრის მიერ მოკლული ქალის შვილები პოლონეთიდან ჩამოიყვანეს

პოლიტიკა
27-07-2022, 20:40



„ისევ დედას კითხულობენ, რატომ არ მოდისო“ - ქმრის მიერ მოკლული ქალის შვილები პოლონეთიდან ჩამოიყვანეს


პოლონეთში, 24 მაისს ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავას შვილები ბებიამ საქართველოში ჩამოიყვანა. ისინი ახლა ზუგდიდის მუნიციპალიტეტ სოფელ დარჩელში იმყოფებიან.
როზეტას დის, ლორიტა ყალიჩავას თქმით, ფატი ყალიჩავას პოლონეთის სასამართლომ დროებითი მეურვის სტატუსი მიანიჭა. იგი პოლონეთში 15 ივლისს გაემგზავრა.
„გრძელდება სასამართლო განხილვები მუდმივი მეურვეობის მინიჭების თაობაზე. ჩვენ ორი და ვართ, ჩვენი ოჯახები გვაქვს, ფინანსურად არ გვიჭირს და დავეხმარებით დედას ბავშვების გაზრდაში. უფროსი გოგო ჩემთან იქნება. საზეიმო დახვედრა მოვუწყეთ, მაგრამ დედას (როზეტას) კითხულობენ, რატომ არ მოდისო, ვერ აცნობიერებენ, რა მოხდა, ჯერ პატარები არიან", - გვითხრა დამ ლორიტა ყალიჩავამ.
ცნობისთვის, სამი შვილის დედა, 26 წლის როზეტა ყალიჩავა ქმარმა 24 მაისს პოლონეთში, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით მოკლა და შემდგომ კვალის დაფარვის მიზნით, ბინაში ხანძარი გააჩინა.
მანამდე, ქალმა რამდენჯერმე დასახმარებლად ორგანიზაცია „საფარს“ მიმართა, რის შემდეგაც მამაკაცი დააკავეს მხოლოდ 24 საათით. ყალიჩავები მიიჩნევენ,,რომ პოლონეთის სახელმწიფომ ქალის სიცოცხლე ვერ დაიცვა. ახალგაზრდა ქალის ქმარი დაკავებულია.


კომენტარები
პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავას შვილები საქართველოში ჩამოიყვანეს
პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავას...
26-07-2022, 22:38
შეიძლება, მთავრობა დედას უტყნავს ქვეყანას, მაგრამ..."- რას წერს ვახო სანაია?
შეიძლება, მთავრობა დედას უტყნავს ქვეყანას,...
22-07-2022, 22:10
“ორი დღეა პუტინის დედას ისეთი ჯაფა დაადგა, რომ ღარიბაშვილმა გადაწყვიტა დღეს საკუთარი დედა დაეხმარებინა”
“ორი დღეა პუტინის დედას ისეთი ჯაფა დაადგა, რომ...
17-04-2022, 22:06
მამამ, ორი არასრულწლოვანი შვილი მოკლა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დასრულა
მამამ, ორი არასრულწლოვანი შვილი მოკლა და სიცოცხლე...
26-03-2022, 21:49
“დაღუპული იპოვა მისმა ცოლმა..” – ნახეთ 25 წლის ახალგაზრდა ქართველი ბიჭი პოლონეთში ტრაგიკულად გარდაიცვალა
“დაღუპული იპოვა მისმა ცოლმა..” – ნახეთ 25 წლის...
7-03-2022, 22:40
”დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი მაქვს, ჩემი შვილები ერთმანეთს არ დააშოროო…” – ნახეთ ალექსანდრე ზაზარაშვილის დედამ 4 ბავშვი იშვილა. წარმოუდგენელი ისტორია
”დედამ მომწერა, მე ვეღარ ვიცოცხლებ და შენი იმედი...
20-01-2022, 20:54
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно