პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავას შვილები საქართველოში ჩამოიყვანეს
პოლიტიკა
26-07-2022, 22:38
პოლონეთში, ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავას შვილები საქართველოში ჩამოიყვანეს
პოლონეთში ქმრის მიერ მოკლული როზეტა ყალიჩავას შვილები საქართველოში ჩამოიყვანეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ იურისტის თამარ ლუკავას განცხადებით, პოლონეთიდან სასამართლომ ბავშვების ბებია დაკითხა მეურვეობის საკითხზე, რის შემდეგაც მას მიანიჭა დროებითი მეურვის სტატუსი და ბავშვების საქართველოში ჩამოყვანის უფლება მისცა.
„საფარის“ ჩართულობით მოვიძიეთ პოლონური ორგანიზაცია და მათი ადვოკატის დახმარებით ბებიას მიენიჭა დროებითი მეურვის სტატუსი“, - ამბობს ადვოკატი „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის როზეტა ყალიჩავა, 24 მაისს ქმრის მიერ მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. მას სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მკვლელობა პოლონეთის ქალაქ ლოძში, როინას 50 ნომერში, ხუთსართულიანი კორპუსის მესამე სართულზე მოხდა. ამ ბინაში როზეტა ოჯახთან ერთად გასული წლის სექტემბრიდან ცხოვრობდა.
კომენტარები