სალომე გოგიაშვილი: „სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“
პოლიტიკა
17-01-2022, 17:39
სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, როგორი მნიშვნელოვანია, რომ ქალს საკუთარი შემოსავალი ჰქონდეს და მეუღლეზე არ იყოს დამოკიდებული:
„სახლში ჩაჯდომა და ქმრის ხარჯზე ცხოვრება „მეგოიმება“. მხოლოდ ფულში არ არის საქმე, უბრალოდ, შენი პატარა საქმე ყოველთვის უნდა ჰქონდეს, სახლიდან რომ გახვიდე და ტონუსშიც იყო, დაფასებული, მობილიზებული და თვითრეალიზებული. მოკლედ, მე უსაქმურად არასდროს ვყოფილვარ, სულ აქტიური ვიყავი და ვარ, რეკლამებში ვარ ჩართული, გავაკეთე ტანსაცმლის მაღაზია, ჩემი ბიზნესი მაქვს და „ტიკ-ტოკერიც“ გავხდი…“
კომენტარები