მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?
პოლიტიკა
6-06-2022, 22:55
მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევა საქართველოში - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე?
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში მაიმუნის ყვავილის ვირუსის ორი სავარაუდო შემთხვევიდან ერთი უარყოფითია, ხოლო მეორე შემთხვევის გამოკვლევა გრძელდება. ამის სესახებ გამყრელიძემ "რადიო თავისუფლებასთან" ისაუბრა.
„გაძლიერებულია ზედამხედველობა ვირუსულ დაავადებებზე. ჯერჯერობით ერთი შემთხვევა უა რყოფილია და ერთის კვლევა მიმდინარეობს", - აცხადებს გამყრელიძე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 5 მაისს დაადასტურა მაიმუნის ყვავილის 780 შემთხვევა მსოფლიოს 27 ქვეყანაში. მონაცემები არ მოიცავს შემთხვევებს აფრიკის ქვეყნებში, სადაც ეს დაავადება ენდემურია.
კომენტარები