სახლიდან ტაქსით წაიყვანა, მოკლა, შემდეგ დაბრუნდა და ახალი წელი აღნიშნა – 29 წლის ქალი 11 თვის შვილის მკვლელობისთვის დააკავეს
სასტიკი შემთხვევა საბერძნეთში – ვერიაში, წყლის კაშხალში აღმოაჩინეს 11 თვის ბავშვის ცხედარი, რომელიც იქ საკუთარმა 29 წლის დედამ გადააგდო და დანაშაულიც აღიარა.
ეს ყველაფერი ახალი წლის ღამეს მოხდა, 29 წლის ქალი სახლიდან შვილთან ერთად გავიდა, პატარა გოგონა ალიაკმონას კაშხალში გადააგდო და შემდეგ სასტუმროში წავიდა, სადაც ახალ წელს შეხვდა. არსებული ცნობებით, მას სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს. ვინაიდან მეორე დღეს ის სახლში ბავშვის გარეშე მივიდა, მისმა ოჯახის წევრებმა იკითხეს, თუ სად იყო ბავშვი და საბოლოოდ, პოლიციას მიმართეს.
როგორც ირკვევა, 29 წლის ქალმა პოლიციასთან ჩადენილი აღიარა და მათ ზუსტად მიუთითა, თუ სად გადააგდო ჩვილი. ბავშვი ოფიცრებმა ღამის 02:00 საათზე იპოვეს წყლის ზედაპირზე, პირველადი ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ 11 თვის გოგონა დახრჩობით დაიღუპა.
ქალი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.