4 წლის საშა, რომელსაც მთელ უკრაინაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ბავშვი ოკუპირებული ქალაქიდან გაქცევისას დაიკარგა
პოლიტიკა
6-04-2022, 21:45
4 წლის საშა, რომელსაც მთელ უკრაინაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს - ბავშვი ოკუპირებული ქალაქიდან გაქცევისას დაიკარგა
4 წლის საშა (ალექსანდრე ზდანოვიჩი), რომელსაც მთელ უკრაინაში მას შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. საშა მას შემდეგ იყო გაუჩინარებული, რაც ის ბებიასთან ერთად კიევის ოლქის ოკუპირებული ქალაქ ვიშგოროდიდან გაქცევას ცდილობდა, მდინარეზე გადასვლისას მათი ნავი ამოტრიალდა და წყალში ჩაცვივდნენ, ბებია მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს, საშა კი რომელსაც მაშველი ჟილეტი ეცვა გაუჩინარდა. ის ამ დრომდე დაკარგულთა სიაში იყო.
თავდაპირველად ჟურნალისტმა ოლგა ომელიანჩუკმა ფეისბუკზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 წლის საშა მოკლული იყო, თუმცა შემდგომ მან საკუთარი ფეისბუქ-ექაუნთი დახურა.
ბავშვის გარდაცვალებას ადასტურებს, საშას დედაც თუმცა სიკვდილის მიზეზებსა და გარემოებებზე არ საუბრობს. ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მხოლოდ ისაა ნათქვამი, რომ ბავშვის ცხედარი იპოვეს.
კომენტარები