”ნათელში იყოს პატარა ანგელოზის სული…” – ცოტა ხნის წინ 8 წლის ბავშვი ტრაგკულად დაიღუპა
პოლიტიკა
21-02-2022, 21:29
”ნათელში იყოს პატარა ანგელოზის სული…” – ცოტა ხნის წინ 8 წლის ბავშვი ტრაგკულად დაიღუპა
როდემდე და მერამდენე მსხვერპლი უნდა შეიწიროს ოქროყანის აგარაკებზე ,,გ“ ზონასა და ,,ბ“ ზონას შორის 100 მეტრიან მონაკვეთმა?
ათასჯერ შეგროვდა ხელმოწერები მოთხოვნით – აღნიშნულ მონაკვეთზე ქალაქის მერიას ავტომობილების ე. წ.სიჩქარის შემაკავებლების უზრუნველყოფა დროულად მოეხდინა, დაედგა შუქნიშანი, დაეხაზა გადასასვლელი ზებრა რადგან ლამისაა ყოველწლიურად არის მსხვერპლი, ტრამვები, ავარიები და ა.შ.
მთაწმინდის პარკისკენ და მთაწმინდის პარკიდან უსწრაფესად მომავალი მანქანების ლაგამის ამომდები აქამდე ვერ ეღირსა აქაურობას!!!
ავტობუსის გაჩერებაზე დგომაც კი საშიშია და შარშანწინ თავად გავხდი მოწმე საშინელი ავარიის, როცა პარკიდან მომავალი მანქანა დაჯახების შემდეგ ინერციით გაჩერების ჯიხურს მილიმეტრებით ასცდა და ვეებერთელა ნაძვს შეეჯახა! უფალმა გადაგვარჩინა მეც და რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი მშობლებთან ერთად…
თუმცა, საუბედუროდ, ქალაქის მერიის გულგრილობამ, ამჯერად 8 წლის ბავშვის, გიორგი ახობაძის სიცოცხლე იმსხვერპლა, რომელსაც მანქანა დაეჯახა და ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა!!!
კომენტარები