სამშობლოს მოღალატევ და რუსეთის მსახურო, მკვლელო პატრიარქო – რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქზე

სამშობლოს მოღალატევ და რუსეთის მსახურო, მკვლელო პატრიარქო – რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე პატრიარქზე

პოლიტიკა
17-12-2022, 19:43



დეკანოზი, ილია ჭიღლაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს მოქმედებისკენ მოუწოდებს.

“ჩვენო პატრიარქო, ერის “ბრძენო” და “მოსიყვარულე მამავ”, როგორ შეგიძლია ასე უსისხლოდ და ჩუმად უყურებდე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნელ მკვლელობას და მის მოსანახულებლადაც კი არ შეიწუხო თავი?!

” ერის სულიერო მამავ”, როგორ შეიძლება ასე ურეაქციოდ და ინფანტილურად დუმდე, როდესაც ქართველი ერის ნახევარი ამ ბოლო წლებში გაიქცა სამშობლოდან ევროპასა და ამერიკაში თავის გადასარჩენად და საქართველოში დარჩენილთაგან დიდი ნაწილიც იგივეს ფიქრობს და ემზადება?!
“ერის სულიერო მამავ”, როგორ შეიძლება ასე დუმდე და არაფერს იმჩნევდე იმ მორალურ და ადამიანურ ტრაგედიებზე, რაც ასე მომრავლდა საქართველოში უღირსი და მავნებელი ხელისუფლების წყალობით?!

რას ვერ ელევი?! სასახლეებს?! ოქრო-ვერცხლს და ფულს?! თუ ზუთხის ხინკლებს და სხვა “ნუგბარებს”, რაც ასე სამარცხვინოდ გიმონებს?! სიკვდილის წინ მაინც გაბედე და დადექი ქართველი ერის გვერდზე, საქართველოსთვის ერთხელ მაინც გასწირე თავი! ზვიად გამსახურდიას სისხლში ხარ გასვრილი და ზვიადის ათასობით მომხრის სისხლში, ჯაბას მეგობარო და მადიდებელო პატრიარქო, ვიცით ეს, შენი სასახლის მიმდებარედაც კი, მეტეხის ხიდზე იხვრიტებოდა ხალხი 1992 წლის 6 იანვარს, მაგრამ ხმა არ ამოგიღია მათ დასაცავად, არც შეგიმჩნევია, მაგრამ სააკაშვილის სისხლში მაინც ნუღა გაისვრი ხელს, იმ სააკაშვილის, რომელმაც სახელმწიფო დაცვა, ძვირფასი მანქანები, უამრავი მილიონი ლარი და ასობით ჰექტარი მიწა და უძრავი ქონება გიფეშქაშა, გაუმაძღარო ქედმაღალო და ბილწო პატრიარქო, უბედური და გასაცოდავებული საქართველოსი! ეს ბრიყვი და ბრმა ხალხი კი გყავს ოხრად რომ გადიდებენ, მაგრამ ეგეც დროებითია, ახალი თაობები ბევრად თავისუფალნი, კრიტიკებული და გონიერები მოდიან, ეგ შენი ნათლულები, პიარკამპანიისთვის და საკუთარი მადიდებლების არმიის გაზრდისთვის რომ დანათლე, აქაოდა ერს ვამრავლებო, ეგენი იქნებიან, შენ საფლავზე რომ დააფურთხებენ, “მაოხრებელო გზირო”, სამშობლოს მოღალატევ და რუსეთის მსახურო, მკვლელო პატრიარქო, ვლადიკავკაზელ-ზაგორსკელო შიოლაშვილო!!!”, – წერს ილია ჭიღლაძე.



კომენტარები
ბავშვების სისხლით გაუმაძღარ რუსეთის პატრიარქს ვინც ამქვეყნიურ სიკეთეს უსურვებს, კეთილი არაა“ – ეკა წამალაშვილი ილია მეორეზე
ბავშვების სისხლით გაუმაძღარ რუსეთის პატრიარქს...
25-11-2022, 23:27
სააკაშვილი: ტყვეობაში ვარ საქართველოში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია
სააკაშვილი: ტყვეობაში ვარ საქართველოში, მაგრამ...
16-08-2022, 22:15
“ღარიბაშვილი აუცილებლად შევა ისტორიაში… ამ კაცმა იკისრა ქართველი ერის გადარჩენის მისია”
“ღარიბაშვილი აუცილებლად შევა ისტორიაში… ამ კაცმა...
15-04-2022, 22:00
"ფოტოს დახედე, პატრიარქო! ხმა ამოიღე, პატრიარქო!"
"ფოტოს დახედე, პატრიარქო! ხმა ამოიღე, პატრიარქო!"...
3-04-2022, 22:07
"ესე იგი ან ჭურში ზიხარ ან ტყემალზე..."-დეკანოზი ილია ჭიღლაძე ნიკა გვარამიას
"ესე იგი ან ჭურში ზიხარ ან ტყემალზე..."-დეკანოზი...
12-03-2022, 22:29
როგორ ბედავ ამ პოსტის დაწერას?! არცერთი ნორმალური ქართველი არ გაპატიებს შენს ბინძურ, სამარცხვინო პოზიციას! -- ეკო ფანგანი თინა კანდელაკს დაუპირისპირდა
როგორ ბედავ ამ პოსტის დაწერას?! არცერთი ნორმალური...
26-02-2022, 18:10
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно