"ფოტოს დახედე, პატრიარქო! ხმა ამოიღე, პატრიარქო!"
პოლიტიკა
3-04-2022, 22:07
"ფოტოს დახედე, პატრიარქო! ხმა ამოიღე, პატრიარქო!"
სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი უკრაინაში რუსული ჯარის მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველ ფოტოს სოციალურ ქსელში აზიარებს და საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"ფოტოს დახედე პატრიარქო!
ზოგიერთ ქვეყანაში ომიაო რომ ამბობდი პატრიარქო, იქაა გადაღებული ეს ფოტო!
ერთმორწმუნეაო რომ ამბობ ხოლმე, იმისი გაკეთებულია ეს პატრიარქო!
ავტოკეფალია რომ არ მიულოცე, იმ ერის შვილია ამ ფოტოზე პატრიარქო!
სიკეთის მხარეს იყავიო არ წერია ბიბლიაში პატრიარქო?
არ გესმის ჩემი ხო პატრიარქო?!
ხმა ამოიღე პატრიარქო!", - წერს გიგა მაქარაშვილი.
კომენტარები