სააკაშვილი: ტყვეობაში ვარ საქართველოში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია
პოლიტიკა
16-08-2022, 22:15
სააკაშვილი: ტყვეობაში ვარ საქართველოში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე უკრაინულენოვან მიმართვას ავრცელებს.
“ტყვეობაში ვარ, საქართველოში დაპატიმრებული, მაგრამ ჩემი გული – უკრაინაშია. ჩემი ჯანმრთელობა შერყეულია, მაგრამ მინდა, რომ ჩემმა უკრაინელმა თანამოქალაქეებმა იცოდნენ, რომ სულიერად და ფიზიკურად გადარჩენაში მეხმარება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, ჩვენი ერის ერთობა, პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა, უკრაინისადმი მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა და ჩემი განუზომელი რწმენა ჩვენი გამარჯვებისა. უკრაინისთვის თავისუფლება მინდა, მინდა, უშუალოდ ვმონაწილეობდე ამ ბრძოლაში და დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანებს არ მიატოვებენ და მათ ვემახსოვრები”, – წერს მიხეილ სააკაშვილი
კომენტარები