როგორ ბედავ ამ პოსტის დაწერას?! არცერთი ნორმალური ქართველი არ გაპატიებს შენს ბინძურ, სამარცხვინო პოზიციას! -- ეკო ფანგანი თინა კანდელაკს დაუპირისპირდა
პოლიტიკა
26-02-2022, 18:10
ტელეწამყვანი ეკო ფანგანი, რუსეთში მოღვაწე ეროვნებით ქართველ ტელეწამყვანს, თინა კანდელაკს დაუპირისპირდა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრის გადაწყვეტილებებს ამართლებს. თინა კანდელაკი ასევე ღიად უჭერდა მხარს პუტინს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
„Тина Канделаки შენ ქართველი არ ხარ?!!! ჩვენც მოვიგონეთ ყველაფერი, როგორც აგვაოხრა 2008 წელს??!! რამდენი ადამიანი დაგვიხოცა შენმა ლიდერმა, 20 პროცენტი ჩვენი ტერიტორიების რომ წაგვართვა, მიითვისა, არ იცი?! თუ იცი და გსიამოვნებს ლამის გორთან რომ გაჭიმა საზღვარი?!! შენ ხომ დაიბადე და ხომ ცხოვრობდი საქართველოში, ხომ მუშაობდი აქ, მაშინ ხალხსაც უყვარდი! ახლა რუსეთში მუშაობ, ოჯახი გყავს, ოკ. შენი საქმეა, მაგრამ როგორ ბედავ ამ პოსტის დაწერას?! ეს არა მხოლოდ უკრაინელი ხალხის დამცირება და შეურაცხყოფაა, ეს არა მხოლოდ შენი სამშობლოს ღალატია, არამედ სულის გაყიდვაა სატანისთვის!!! ქართული კარგად იცი და წაიკითხე ქართულად ყველაფერი და იცოდე, რომ შენი ერის და შენი ქვეყნის მოღალატე ჯალათი ხარ! არც ერთი ნორმალური ქართველი არ გაპატიებს შენს ბინძურ, სამარცხვინო პოზიციას! ვიცი, დიდად არ გადარდებს ჩვენი აზრი, რადგან ჩვენ არ გვაქვს Tatler -ის გამოცემა და Dior-ის მაღაზია საქართველოში (შენივე სიტყვები), რადგან ასეთი “გააჭირვებულები” ვართ აქ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება და ჩვენ გვაქვს სამშობლო შენნაირი სულგაყიდული ლაჩრებისგან განსხვავებით, რომელსაც არც ერთი არ გააჩნია!!!!!“, - წერს ეკო ფანგანი.
კომენტარები