ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში ზღვაში დაიხრჩო
პოლიტიკა
7-08-2022, 19:47
ვინ არის 21 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში ზღვაში დაიხრჩო
21 წლის ბიჭი, რომელიც ქობულეთში, ზღვაში, დაიხრჩო ლუკა ამბრიაშვილია.
ახალგაზრდა ბიჭს დედა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა.
„პრაიმტაიმს“ წყარომ შემთხვევის დეტალები უამბო:
„სამნი შევიდნენ ზღვაში. სამივე ერთად ცურავდა, დაღუპული კარგი მოცურავე იყო. ერთ-ერთი დაიღალა და ორნი ნაპირისკენ წამოვიდნენ. მესამე ტივტივასთან დარჩა. მეგობარი ამბობს, - მივიხედეთ და დავინახეთ, რომ იქ იყო, მაგრამ უცებ გაქრა და აღარ ჩანდა, გვეგონა, რომ იქვე იყო სადმეო, მაგრამ 30 წუთში ნახეს გარდაცვლილი, იქვე, ძალიან ახლოს“
კომენტარები