სუპერ ინფორმაცია, სახელმწიფო სახლის შესაძენად 29 000 ლარამდე გამოგიყოფთ
პოლიტიკა
11-07-2022, 23:47
სუპერ ინფორმაცია, სახელმწიფო სახლის შესაძენად 29 000 ლარამდე გამოგიყოფთ
დევნილთა სააგენტოში სახლის შეძენის მხარდამჭერი პროექტი ხორციელდება. სახელმწიფო უწყება თითოეული მსურველის მონაცემებს შეისწავლის და დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში 17 000 ლარიდან 29 000 ლარამდე, ან მეტი თანხით საცხოვრებლის შეძენაში დაეხმარება.
ვინ და როგორ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით? - ამ კითხვებზე პასუხს სტატიიდან მიიღებთ:
"პროექტის „სოფლად სახლის“ ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.
პროექტის ფარგლებში, კომისია განიხილავს იმ დევნილი ოჯახების განსახლების საკითხს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მინიმუმ 3,5 ქულა.
თანხის ოდენობა ოჯახის სულადობიდან გამომდინარე განისაზღვრება:
ოჯახი, რომელიც შედგება 1 ან 2 წევრისგან - 17 000 ლარი;
ოჯახი, რომელიც შედგება 3 წევრისგან - 21 000 ლარი;
ოჯახი, რომელიც შედგება 4 წევრისგან - 23 000 ლარი;
ოჯახი, რომელიც შედგება 5 წევრისგან - 26 000 ლარი, ხოლო ოჯახის ყოველ შემდეგ წევრზე 26 000 ლარს 3 000 ლარი დაემატება.
შესაძლებელია, რომ საცხოვრებელი ფართის შესყიდვა განხორციელდეს დევნილისა და სამინისტროს თანადაფინანსებით.
საცხოვრებელი ფართის შესყიდვის თაობაზე განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დევნილ ოჯახებს სახლის შერჩევისთვის 3-თვიანი ვადა ეძლევათ.
კომენტარები