“სიახლე მთავრობისგან, 300 ლარიანი დახმარების ვაუჩერი..” – ნახეთ ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან 300 ლარიან ვაუჩერს
პოლიტიკა
30-04-2022, 21:55
“სიახლე მთავრობისგან, 300 ლარიანი დახმარების ვაუჩერი..” – ნახეთ ვინ მიიღებს სახელმწიფოსგან 300 ლარიან ვაუჩერს
”სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება.” – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:”საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა იწყება.
პროგრამის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო მიწაზე სუბსიდიის მოცულობა განისაზღვრა 1ჰა -ზე 300 ლარით. სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან – 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები.
პროგრამის ბიუჯეტი 35 მილიონ ლარს შეადგენს და მისით 300 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.
ბენეფიციარებს სუბსიდია სპეციალურ აგრობარათებზე ქულების სახით დაერიცხებათ, რომლის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონლის შესასყიდად შეეძლებათ.
პროგრამის დამტკიცების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს, ქვეყანაში სასოფლო – სამეურნეო სამუშაოების დროული და ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, წარმოებისთვის საჭირო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და აგრარული სამუშაოების მიმართულებით აქტივობის სტიმულირება.
სასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა დადებით გავლენას მოახდენს წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირებაზე.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ბენეფიციარი ვალდებულია დარეგისტრირდეს ფერმერთა რეესტრში. (ცხელი ხაზი 1501)” – ვკითხულობთ
კომენტარები