მიწის ნაკვეთები, ბინები - გიული ალასანიას ქონება 135 მილიონ ლარად არის შეფასებული
პოლიტიკა
11-02-2022, 17:55
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ქონება 135 მილიონ ლარად არის შეფასებული. მონაცემებს ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ეს მემკვიდრეობით მიღებული ქონებაა.
გიული ალასანიას სახელზე საქართველოში 17 რეგისტრირებული კომპანიაა, რომელთა დირექტორიც და დამფუძნებელიც თავად არის.
ექსპრეზიდენტის დედა ოფიციალური მილიონერია.
ალასანია ფლობს მიწის ნაკვეთს და შენობას კახეთის გზატკეცილზე, რომლის საბაზრო ღირებულება 32 მილიონ ლარს აჭარბებს.
კომენტარები