"ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი..."-სააკაშვილი
პოლიტიკა
18-01-2022, 21:25
"ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ შეუქცევადი შედეგი..."-სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურასთან განცხადება გააკეთეს. მათ მესამე პრეზიდენტის დაზარალებულად ცნობა და პარიტეტულ საფუძველზე შექმნილი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვეს.
სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ისაუბრა დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და თქვა, რომ სააკაშვილის ნევროლოგიური მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი არის მძიმე კვლავ, ზოგიერთის შეფასებით, არის ოდნავი გაუმჯობესებები, თუმცა ისინიც ამბობენ, რომ ეს გაუმჯობესება არასაკმარისია და მეტი გაუმჯობესების მოლოდინი არ აქვთ იმ დაწესებულებაში, სადაც ის იმყოფება. სხვა ექსპერტების აზრით, გაუმჯობესება არ არის და პირიქით, ყველაფერი მიდის იქითკენ რომ შეუქცევადი შედეგი დადგეს, რომლის ზღვრის გადაბიჯების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი ვერასდროს ვერ აღდგება იმ მდგომარეობამდე, ვიდრე იგი იქნებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კომენტარები