ღირსეული საქციელი - კალაძე მზადაა უფასოდ ბინები მათ გადასცეს ვისაც......
პოლიტიკა
11-02-2022, 20:39
ღირსეული საქციელი - კალაძე მზადაა უფასოდ ბინები მათ გადასცეს ვისაც......
ქალაქ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამისთვის ლოკაცია უკვე შერჩეულია და ადამიანები, რომელთა ბინაც ავარიულად ჩაითვლება, სრულიად უფასოდ მიიღებენ ახალ საცხოვრებელს. დავინტერესდით, კონკრეტულად, სად უნდა შეიტანოთ განცხადება და როგორ დგინდება ამა თუ იმ სახლის ავარიულობა. საკითხზე თბილისის მერიას მივმართეთ:
"ავარიულობის ხარისხს ექსპერტიზა ადგენს. თავდაპირველად, უნდა მიმართონ თბილისის მერიას ან კონკრეტულ გამგეობებს. შემდეგ შეისწავლიან საკითხს და სახლის ავარიულობასთან დაკავშირებით დაიდება დასკვნა. ამჟამად, სახლების გარკვეული ნაწილი უკვე აღრიცხულია და ავარიულადაა ცნობილი. ვისაც ეს პრობლემა აქვს, როგორც გითხარით, მერიას ან
გამგეობას უნდა მიმართონ. აღსანიშნავია, რომ აქ საუბარია მრავალბინიან სახლებზე, კორპუსებზე. თითოეულ კორპუსს ამხანაგობა და ამხანაგობის თავმჯდომარე ჰყავს. როგორც წესი, ამხანაგობის თავმჯდომარე მიმართავს კორპუსის სახელით კონკრეტულ უწყებას.
შემდეგ უკვე საკითხს შეისწავლიან. კერძო სახლებთან დაკავშირებით ჩანაცვლების შესახებ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. საუბარია მხოლოდ მრავალბინიან სახლებზე. ზოგადად, მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება პროექტი და არა კონკრეტული მუნიციპალიტეტისთვის.
პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად, სრულიად უფასოდ ჩანაცვლდება სახლები იმავე რაოდენობის ფართით, რაც აქვს კონკრეტულ ადამიანს."
- გვითხრეს თბილისის მერიაში.გამგეობას უნდა მიმართონ. აღსანიშნავია, რომ აქ საუბარია მრავალბინიან სახლებზე, კორპუსებზე. თითოეულ კორპუსს ამხანაგობა და ამხანაგობის თავმჯდომარე ჰყავს. როგორც წესი, ამხანაგობის თავმჯდომარე მიმართავს კორპუსის სახელით კონკრეტულ უწყებას.

კომენტარები