ბეილი, სავარაუდოდ, დაბრუნდება იქ, საიდანაც დაიწყო
ახალი ამბები / ფეხბურთი
7-01-2022, 01:02
El Nacional-ის ცნობით, 32 წლის უელსელმა შემტევმა გარეთ ბეილმა შეიძლება კარიერა პრემიერლიგაში გააგრძელოს.
"საუთჰემპტონის" ახალი მფლობელი დრაგან სოლაკი ბეილის სამსახურით დაინტერესდა, "რეალი" კი მზადაა უფასოდ გაუშვას, რათა სახელფასო განაკვეთი შეამციროს.
ბეილი "საუთჰემპტონის" აღზრდილია, ტრავმის გამო 28 აგვისტოს შემდეგ არ უთამაშია, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება და თავად უფრო "ტოტენჰემში" სურს ასპარეზობა.
კომენტარები