საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიფადა მეგობრებო ერთი მგზავრობის ღირებულება 32 თეთრია. კახა კალაძე

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიფადა მეგობრებო ერთი მგზავრობის ღირებულება 32 თეთრია. კახა კალაძე

პოლიტიკა
9-02-2022, 17:06



არსებული მდგომარეობით, 40 000 ახალი სამგზავრო აბონიმენტი არის გაყიდული. მათგან დიდი ნაწილი კი, ერთთვიანი და ერთწლიანია - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერია მომავალშიც არაერთ სასარგებლო პროექტს განახორციელებს სხვადასხვა მიმართულებით.


"დღეის მდგომარეობით უკვე გაყიდულია 40 000 აბონემენტი. მათი დიდი ნაწილი მოდის ერთთვიან და ერთწლიან აბონემენტებზე, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება ტარიფს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდილი მთლიანი საფასურის და მგზავრობის რაოდენობის შეფარდებით, ერთი მგზავრობის ღირებულება, დღეის მდგომარეობით, 32 თეთრი გამოდის. 

ჩვენ ვისმენთ ოპონენტების მხრიდან ძალიან ბევრ არასწორ განცხადებას ამასთან დაკავშირებით. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. საჭიროებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის პაკეტები. დავტოვეთ ერთჯერადი გადახდაც, მოქალაქეს შეუძლია გადაიხადოს „მეტრომანის“ საშუალებით, ინტეგრირებულ ტარიფში შემოვიყვანეთ მიკროავტობუსიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი ერთიან სისტემაში მოვაქციეთ.

ვერანაირი თქვენი კრიტიკა ვერ შეაჩერებს ამ ყველაფერს. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაზე დიდი ბოროტება ჩაიდინეთ ამ ქალაქისთვის - ქალაქს წაართვით ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტი - ტრამვაი, აყარეთ ლიანდაგები, გაყიდეთ, ჯართში ჩააბარეთ. თქვენ არანაირი უფლება არ გაქვთ, ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სატრანსპორტო პოლიტიკაზე. თქვენ ისტორიას დარჩებით, როგორც ადამიანები, რომლებმაც დედაქალაქს მოპარა ყველაზე ღირებული, ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ტრამვაი. ეს არის ძალიან დიდი უბედურება, რაც თქვენ გააკეთეთ ამ ქალაქისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ.


კომენტარები
„თქვენითვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს , დღეის მდგომარეობით...“ - გიორგი ფხაკაძე
„თქვენითვის ძალიან კარგი ამბავი მაქვს , დღეის...
5-02-2022, 18:01
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება, მასპინძელი ქალაქი კი შეიცვალა
ღარიბაშვილი 2023 წლის ჩემპიონატს ეხმაურება,...
25-01-2022, 00:55
ლევან კორღალიძე: გვსურს ევროტურნირებზე კარგად წარმოვაჩინოთ თავი და რამდენიმე ეტაპი გადავლახოთ
ლევან კორღალიძე: გვსურს ევროტურნირებზე კარგად...
12-01-2022, 01:21
კირკიტაძე: "დინამო თბილისში" 100%-ით რომ არ დაიხარჯო, არ შეიძლება"
კირკიტაძე: "დინამო თბილისში" 100%-ით რომ არ...
10-01-2022, 01:10
განახლებული სატრანსფერო ფასები - ხვიჩა და "ჩაკვე" გაიაფდნენ
განახლებული სატრანსფერო ფასები - ხვიჩა და "ჩაკვე"...
4-01-2022, 00:57
200 და 500 ლარიანი ერთჯერადი დახმარება მოსახლეობას – ვის ეხება მთავრობის ახალი ინიციატივა
200 და 500 ლარიანი ერთჯერადი დახმარება...
3-01-2022, 18:36
лучший сайт где можно скачать шаблоны для dle 12.0 бесплатно