არ მგონია, მკურნალობა ,,ვივამედში” მოხერხდეს, მისი მკურნალობა უცხოეთში უნდა მოხდეს-გიული ალასანია
პოლიტიკა
11-05-2022, 18:24
არ მგონია, რომ მკურნალობა ,,ვივამედში” მოხერხდეს, ალბათ, მხოლოდ გამოკვლევა. ვფიქრობ, მას მაინც დასჭირდება ქვეყნის გარეთ გაყვანა , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ მედიასთან განაცხადა.
გიული ალასანიას განცხადებით, ამ პროცესს უსათუოდ ექნება გაგრძელება და ,,როგორც ჩანს, ხელისუფლების წარმომადგენლები მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელია და ადამიანს ნამდვილად სჭირდება მკურნალობა”.
,,ძალიან კარგია და კმაყოფილი ვარ. ადამიანი არათუ არ ჭამს, ვერ ჭამს უბრალოდ. ძალიან კარგია, რომ დათანხმდა და თქვა, ამ დღეებში გადავალო, თუმცა ეს იქნება საწყისი ეტაპი.
ვერნიკეს ენციფალოპატია, რომელიც მას აქვს, მოითხოვს მკურნალობას და სერიოზული დაავადებაა. ამ დაავადებებს აქ არ ეშველება არაფერი და აუცილებლად დასჭირდება შემდგომი გაგრძელება საზღვარგარეთ, სპეციალურ კლინიკაში. დღეს რაღაცის იმედი ნამდვილად გამიჩნდა, ვფიქრობ ამას უსათუოდ ექნება გაგრძელება. როგორც ჩანს მიხვდნენ, რომ ეს აუცილებელია და ადამიანს ნამდვილად სჭირდება მკურნალობა.
ნამდვილად არის სუსტად წინა შეხვედრასთან შედარებით, საგრძნობლად გამხდარია და წონა დაკარგული აქვს”, - აღნიშნა გიული ალასანიამ.
კომენტარები