ედუარდ სააკაშვილი: “მიშას მდგომარეობა უარესდება”
პოლიტიკა
10-05-2022, 21:39
ედუარდ სააკაშვილი: “მიშას მდგომარეობა უარესდება”
მიხეილ სააკაშვილი შვილმა, ედუარდმა, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა.
ედუარდ სააკაშვილის განცხადებით, მამამისს მოძრაობაში და საუბარში აქვს სისუსტე, ასევე დაღლილობა და წონის კლებაც ეტყობა. მისივე თქმით, ოჯახს სააკაშვილის მკურნალობასთან მიმართებაში არაფრის უფლება არ აქვს და ერთადერთი, ვისაც რამის გაკეთება შეუძლია, ეს სახელმწიფოა.
“მამა რაც დააკავეს, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყოველი ნახვისას მისი მდგომარეობა უარესდება, რაც ძალიან რთული და მტკივნეული საყურებელია. მე, როგორც მის შვილს და გიულის, როგორც მის დედას, გვინდა, რომ დავეხმაროთ, რაიმე გავაკეთოთ, მაგრამ ვართ სრულიად უძლურები, არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან მიმართებაში. ერთადერთი ვისაც რამის გაკეთება შეუძლია არის სახელმწიფო, მათ აქვს პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე”,
- აღნიშნა ედუარდ სააკაშვილმა.
კომენტარები